მოგესალმებით ყველას, მე მქვია თინათინ წიკლაური-ცერცვაძე
გააზიარეთ
დავიბადე 1977 წლის 19 აგვისტოს. მყავს ოჯახი და ვარ ექვსი შვილის დედა. პროფესიით ეკონომისტი. ნატურალურ ტყავზე მუშაობა რამდენიმე წელია დავიწყე. მაქვს საკუთარი ბრენდი "შულდაკი", რომელიც წარმატებით იმკვიდრებს თავს ბაზარზე. მონაწილეობა მიმიღია ისეთ გამოფენებში, როგორიცაა Etnofestival, Artgen, ვენის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და მრავალი სხვა, სადაც მივიღე დიპლომები და სერთიფიკატები. გავლილი მაქვს (SAID YES-Georgia) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი "Buzz Georgia" კომპონენტის, სადაც ამირჩიეს Buzz Ambassador-ად. „შულდაკის“ ყველა ნამუშევარი დიდი სიყვარულით არის შექმნილი.